მეათე მსოფლიო გამოფენა მოეწყო პარიზში 1889 წელს 15 მაისიდან 6 ნოემბრამდე,რომლის გამოც აშენდა ეიფელის კოშკი.დაიკავა რა 95 ჰექტარი,გამოფენა მიმდინარეობფდა მარსის მინდვრებზე,ტროკადეროს ბორცვზე და სანაპიროზე.ამ გამოფენაზე ეიფელის კოშკი იყო ყურადღების ცენტრში.
კოშკის უახლოესი წარმატება
მსოფლიო გამოფენას 1889 წელს დაესწრო მილიონობით ადამიანი.აქედან 1 953 122 მნახველი მოვიდა რათა აღმოეჩინათ ეიფელის კოშკი.
პირველ კვირაში როცა ლიფტები ჯერ კიდევ არ იყო მწყობრში,30 000 მნახველი ეიფელზე ავიდა კიბით,რომლის საფეხურების რაოდენობა მწვერვალამდე იყო 1710.
იმ დროისთვის ეიფელის კოშკი იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი კონსტრუქცია და ადამიანებიც მოდიოდნენ,რათა დამტკბარიყვნენ ამ არქიტექტურული შედევრით.
ადამიანები მოიჩქაროდნენ,რათა აღმოეჩინათ არა მარტო თავბრუდამხვევი კოშკი,არამედ პარიზის ხედი.
ეიფელის კოშკმა მიიზიდა ისეთი ცნობილი ადამიანები,რპგორებიც იყვნენ სარა ბერნარდი,გალის პრინცი(მომავალი მეფე VII) და პრინცესა, ჟორჟ I,პრინცი ბოდუინი და სხვები.
ატრაქციონები და დღესასწაულები
სადღესასწაულოდ ეიფელის კოშკი ნათდებოდა სხვადასხვა ფერებიტ.სამფეროვანი შუქურა პარიზს უგზავნიდა სინათლის სამ ნიშანს,ლურჯს,თეთრს და წითელს.ამის შემდგომ გამოფენის გახსნა და დამთავრება ყოველ დღეს მნახველებს ეცნობებოდა ზაბაზნის გასროლით კოშკის მწვერვალიდან.
დუქნები,რომლებშიც იყიდებოდა მრავალი სუვენირი და რესტირნები ღია იყო მონუმენტის ქვეშ.
პირველ სართულზე იყო ოთხი რესტირანი,თითოეული განსხვავებული სტილით.
· მოსკოვურ სტილში არსებული რუსული რესტორანი სართულის ერთ–ერთი ღირსშსანიშნაობა იყო.
· ანგლო–ამერიკული ბარი,რომელიც განთავსებული იყო დიდ დარბაზში,გადაწყვეტილი იყო ანგლოსაქსურ სტილში.
· ფრანგული რესტორანი,რომლის ფასადი მოგვაგონებდა ბაღის კიოსკებს.ის მდებარეობდა სამხედრო სკოლის წინ,რომელიც შედგებოდა ლუი XV–ის სტილის სალონებითა და კაბინეტებით.
· ფლამანდიური რესტორანი.1889 წლის გამოფენის შმდეგ იგი გადააკეთეს.
მეორე სართული.,,ფიგარომ“ განათავსა სტამბა და ფაბრიკა,რომელიც უშვებდა ყოველდღიურ გაზეთებს.მნახველებს,რომლებიც იყიდიდნენ ამ ჟრნალს,შეეძლოთ იქ მიეთითებინათ საკუთარი სახელი და ეს ეჩვენებინათ,როგორც ,,ასვლის სერთიფიკატი“.ჟურნალის თავში მოქცეულ ნახატს წარმოადგენდა ,,Le Barbier de Seville”,რომელიც მხედრულად ზის კოშკზე.
კოშკის მწვერვალზე,საიდანაც იშლებოდა შესანისნავი პენორამა,გუსტავ ეიფელმა გახსნა საკუთარი კაბინეტი,რომელშიც იღებდა მნახველებს.მან იქ მიიღო თომას ედისონი,რომელმაც მას შესთავაზა,რომ კოშკზე დაედგათ საკუთარი ცნობილი ,,M კლასის ფონოგრაფიული სპექტაკლი“.ეს აღდგენილი პიესა დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
No comments:
Post a Comment