Thursday, June 9, 2011

ნათების დიდი პერიოდი კოშკის ისტორიაში


თავისი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეიფელის კოშკს ჰქონდა ნათების სადღესასწაულო ცერემონიალები. ის ასევე იყენებდა განათების ახალ ინოვაციებს: ელექტრონულ გზას, გავარვარებულ ნეონის ლამპებს, რომლებშიც დიდი წნევით გადიოდა სოდიუმი და ა.შ.
  • 1889 წელი:  ინაუგურაციის საღამოს 10 000ნათურა და  2 პროჟექტორი ანათებდა პარიზის მონუმენტს. ცისფერ-თეთრ-წიტელი შუქურა, რომელიც ეყენა მწვერვალზე იყო ყველაზე ძლიერი მთელ მსოფლიოში.
  • 1900 წელი:  ნათება გახდა ელექტრონული.  3 200 ელექტრონის ლამპა ხატავდა კოშკის დეკორატიულ თაღებს.
  • 1907 წელი:  უდიდესი  6 მეტრის საათი დამონტაჟდა  მე-2 სართულზე, რომელიც აჩვენებდა დროს სინათლის ხაზებით.
  • 1925-1936 წლები:  ანდრე სიტროენის წყალობით  250 000 ელექტრონული ლამპისგან შემდგარი ნათურა ქმნიდა ზღაპრულ სანახაობას, რომელიც ფერადი ტანსაცმელივით შემოევლო კოშკს.
  • 1933-1934 წლები:  15მ დიამეტრის მქონე საათი უჩვენებდა დროს ისრების განათებული სხივებით.
  • 1937 წელი:  ხელოვნების და ტექნიკის გამოფენისათვის, უზარმაზარი 10კმ-იანი ლუსტრა განათავსეს 1სართულის ქვეშ.
  • 1958 წელი:  1 290 პროჟექტორი დაამონტაჟეს მარსისი მინდვრებზე,  რათა გაენათებინათ ეიფელის კოშკი.
  • 1978 წლის ახალი წელი:  ეიფელი გაანათეს  30 000მწვანე შუქურით, რომელიც მოგაგონებდათ ნაძვის ხეს.
  • 1985წლის 31 დეკემბერი:  ეს იყო კოშკის ინაუგურაცია ახალი განათებით, მისი რესტავრაციის პროგრამის საბოლოო ელემენტი, რომელიც იყო შეთავაზებული 1980 წელს პარიზის მიერ. ეიფელის კოშკი ხელახლა შეიმოსა ახალი ოქროსფერი ნათებით, რაც განაპირობა 350 პროჟექტორის სოდიუმის მაღლმა წნეხვამ.
  • 2000 წლის 1 იანვარი:ეიფელმა კვლავ გამოამჟღავნა თავისი მოელვარე ცეცხლი და მის მწვერვალზე აღმართა 20 000 ახალი შუქურა.
  • 2003 წლის 21 ივნისი:ეიფელმა იპოვნა თავისი მოელვარე ალმასი,რომელმაც რომელსაც ყოველი საათის პირველ 10 წუთში აჩვენებდა.
  • 2004 წლის 24-29 იანვარი:ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად ეიფელის კოშკი გაანათეს მეწამული წითლით,რომელმაც მას მისცა სისველის ეფექტი.ის ასევე ანათებდა ელისეს მინდვრებზე მიმ,დინარე დეფილეს,რომელსაც ესწრებოდნენ საფრანგეთის მინისტრები,ჩინეთის კულტურის წარმომადგენლები,ჩინეთისა და საფრანგეთის მერები.ეს განათება 5 დღე მიმდინარეობდა და ყოველ ღამე 17სთ-დან  7სთ.30-მდე ენთო.
  • 2006 წლის 9 მაისი:იგი გაანათეს  ცისფრად ევროპის დღეების 20 წლისთავის აღსანიშნავად.
  • 2007 წლის 7სექტ.-20ოქტ.:რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის გამო,ეიფელი შეიმოსა სხვადასხვა ფერებში.მწვანე ფერი,რომლითაც განათებული იყო მეორე სართულამდე,რათა მოგვეგონებინა პატარა მდელო,ორი ვერტიკალური ნათების კონა და განივი ძელი,რათა წარმოგვედგინა ჩვენი მიზნები,უზარმაზარი ბურთი ჩამოკიდებული 13 მეტრის სიგრძეზე,მეორე სართულის ქვეშ 80 მეტრანდე აღმართული ძლიერ განათებული ოფიციალური ლოგო და ბოლოს უზარმაზარი 120მ²-იანი ეკრანი,რომელიც დაამონტაჟეს პირველი სართულის ქვეშ,სენის მხარეს,რათა მიეცათ შეჯიბრების ელფერი.
  • 2008 წლის 30 ივნისი-31 დეკემბერი:ეიფელის კოშკი ევროპის ფერებში.ევროპის კავშირის პრეზიდენტების მიზეზით,ეიფელის კოშკი ევროპის პატივსაცემად შეიღება ასეთ ფერებში.ყოველ საღამოს ეიფელის კოშკი ნათდებოდა ლურჯად,რომელზეც წარმოდგენილი იყო 12 ყვითელი ვარსკვლავი.
  • 2009 წლის 22ოქტ-31 დეკ.:ეიფელის კოშკი აღნიშნავს საკუთარი ნათების 120 წლისთავს.

No comments:

Post a Comment