გუსტავ ეიფელმა იცოდა,რომ ეიფელის მხოლოდ მეცნიერულად გამოყენება ვერშეძლებდა მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას.ეიფელის კოშკი უნდა დაეშალათ 20 წლის შემდეგ,ასეთი იყო პირობა.ის ნებას რთავდა მასზე განეხორციელებინათ მრავალი სამეცნიერო ექსპერიმენტი.მისი გადარჩენა კი მოხერხდა უკაბელო გადამცემის მასზე დაყენებით.
პირველი უკაბელო ტელეგრაფიული კავშირი
1898 წლის 5 ნოემბერს ეუჟენ დეკრეტეტი ეცადა ეიფელიდან პანთეონამდე 4კმ–ის სიგრძეზე დაეყენებინა უკაბელო ტელეგრაფი.გადამცემი დაამონტაჟეს ეიფელის მწვერვალზე.1889 წელს პირველად გავრცელდა ბგერითი ტალღა ლა–მანშთან.
TSF (უკაბელო რადიოგადამცემი) და ეიფელის კოშკის გადარჩენა
1903 წელს გუსტავ ეიფელი,რომელიც გატაცებული იყო მეცნიერული გამოკვლევებით,მუდამ ცდილობდა გადაერჩინა ეს ქმნილება,რომლოის არსებობაც უნდა დამთავრებულიყო 6 წლის შემდეგ.მან კაპიტან გუსტავ ფილიეს,მოგვიანებით კი უკაბელო რადიოგადამცემის შემქმნელს შესთავაზა იგი გამოეყენებინა თავისი დაკვირვებებისთვის.ეს უკანასკნელოი აფინანსებს ამ ოპერაციას ,რომელიც ნებას რთავს გამოასხიოს და ინფორმაცია გადასცეს 400 კმ–ზე.ამ გენიალურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა კაპიტანი ფელიე,რომელმაც ანტენები დაადგმევინა ეიფელზე,ეს უკანასკნელი კი დაამონტაჟეს ეიფელის სამხრეთით,ერთ–ერთ ტყეში.
1909 წელს გაიყვანეს მიწისქვეშა სამხედრო სადგური.ეიფელის კოშკის სტრატეგიული ინტერესი კვლავ განახლდა და პარიზმა კვლავ მოისცა თანხმობა მის შემქ,მნელს,რათა გაგრძელებულიყო ამ კოშკის არსებობა.
უკაბელო რადიოკვანძის გამოცდა
1913 წელს ეიფელის კოშკი ელექტრონული ტალღით უკავშირდება ამერიკას.
TSF(უკაბელო რადიოგადამცემი) და პირველი მსოფლიო ომი
1914 წელს მარნის ბრძოლის დროს ეიფელის რადიოგრაფიული სადგური იგება,რომ გენერალ ვონ მარვიტზს,რომელიც მბრძანებლობს გერმანიის ჟარის მარჯვენა ფლანგს,შეექმნა პრობლემა და ამ მიზეზით მან შეაჩერა წინსვლა.ეს ინფორმაცია ნებას რთავს ფრანგებს განახორციელონ საწინააღმდეგო შეტევა,რომელიც წარმატების საწინდარი ხდება.
რადიოს პირველი გადაცემა
1921 წელს გამოჩნდა პირველი საგამოცდო მუსიკალური დგადაცემები და შემდგომში ,,სალაპარაკო ჟურნალი“.ეიფელის კოშკის რადიო მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა პარიზელებში.
საგამოცდო გადაცემები დაიგეგმა და იქ მიიწვიეს ისეთი ცნობილი მსახიობები,როგორებიც იყვნენ საშა გიტრი და ივონ პრენტამი.
ტელევიზიის დასაწყისი
1935 წელს გრენელის ქუჩაზე შეიქმნა სატელევიზიო სტუდია და ეიფელის კოშკის გადამცემმა დაიწყო ფუნქციონირება.თავდაპირველად დაიდგა 60 ხაზი,რომელიც მომდევნო პერიოდში 180–მდე გაიზარდა.
1953 წლის 2 ივნისს ეიფელის კოშკის გადამცემის წყალობით,ამ ტელევიზიამ საფრანგეთში გადასცა ინგლისის დედოფლის დაგვირგვინების ცერემონიალი.
ეიფელი იზრდება ტელევიზიის პროგრესის წყალობით
1957 წელს დამონტაჟდა გამავრცელებელი კვანძები,რომლებიც ნებას რთავდა გადამცემები ტელევიზიის სამ არხზე ერთად გასულიყო.ახალი ანტენები კი დააყენეს 320,75 მეტრის სიმაღლეზე.
2000 წელს ახალმა UHF (ულტრა მაღალი სიხშირე) ანტენამ განიცადა ცვლილება და მისმა სიმაღლემ 324 მეტრი შეადგინა.
2010 წელს TDF–ის ჯგუფის ახალმა სამუშაოებმა მოამზადა ახალი სატელევიზიო ნუმერატიკა ილ–დე–ფრანსზე.
No comments:
Post a Comment