Thursday, June 9, 2011

ეიფელის კოშკი 1889 წლის მსოფლიო გამოფენის დროს


მეათე მსოფლიო გამოფენა მოეწყო პარიზში 1889 წელს 15 მაისიდან 6 ნოემბრამდე,რომლის გამოც აშენდა ეიფელის კოშკი.დაიკავა რა 95 ჰექტარი,გამოფენა მიმდინარეობფდა მარსის მინდვრებზე,ტროკადეროს ბორცვზე და სანაპიროზე.ამ გამოფენაზე ეიფელის კოშკი იყო ყურადღების ცენტრში.
კოშკის უახლოესი წარმატება
მსოფლიო გამოფენას 1889 წელს დაესწრო მილიონობით ადამიანი.აქედან 1 953 122 მნახველი მოვიდა რათა აღმოეჩინათ ეიფელის კოშკი.
პირველ კვირაში როცა ლიფტები ჯერ კიდევ არ იყო მწყობრში,30 000 მნახველი ეიფელზე ავიდა კიბით,რომლის საფეხურების რაოდენობა მწვერვალამდე იყო 1710.
იმ დროისთვის ეიფელის კოშკი იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი კონსტრუქცია და ადამიანებიც მოდიოდნენ,რათა დამტკბარიყვნენ ამ არქიტექტურული შედევრით.
ადამიანები მოიჩქაროდნენ,რათა აღმოეჩინათ არა მარტო თავბრუდამხვევი კოშკი,არამედ პარიზის ხედი.
ეიფელის კოშკმა მიიზიდა ისეთი ცნობილი ადამიანები,რპგორებიც იყვნენ სარა ბერნარდი,გალის პრინცი(მომავალი მეფე VII) და პრინცესა, ჟორჟ I,პრინცი ბოდუინი და სხვები.
ატრაქციონები და დღესასწაულები
სადღესასწაულოდ ეიფელის კოშკი ნათდებოდა სხვადასხვა ფერებიტ.სამფეროვანი შუქურა პარიზს უგზავნიდა სინათლის სამ ნიშანს,ლურჯს,თეთრს და წითელს.ამის შემდგომ გამოფენის გახსნა და დამთავრება ყოველ დღეს მნახველებს ეცნობებოდა ზაბაზნის გასროლით  კოშკის მწვერვალიდან.
დუქნები,რომლებშიც იყიდებოდა მრავალი სუვენირი და რესტირნები ღია იყო მონუმენტის ქვეშ.
პირველ სართულზე იყო ოთხი რესტირანი,თითოეული განსხვავებული სტილით.
·         მოსკოვურ სტილში არსებული რუსული რესტორანი სართულის ერთ–ერთი ღირსშსანიშნაობა იყო.
·         ანგლო–ამერიკული ბარი,რომელიც განთავსებული იყო დიდ დარბაზში,გადაწყვეტილი იყო ანგლოსაქსურ სტილში.
·         ფრანგული რესტორანი,რომლის ფასადი მოგვაგონებდა ბაღის კიოსკებს.ის მდებარეობდა სამხედრო სკოლის წინ,რომელიც შედგებოდა ლუი XV–ის სტილის სალონებითა და კაბინეტებით.
·         ფლამანდიური რესტორანი.1889 წლის გამოფენის შმდეგ იგი გადააკეთეს.
მეორე სართული.,,ფიგარომ“ განათავსა სტამბა და ფაბრიკა,რომელიც უშვებდა ყოველდღიურ გაზეთებს.მნახველებს,რომლებიც იყიდიდნენ ამ ჟრნალს,შეეძლოთ იქ მიეთითებინათ საკუთარი სახელი და ეს ეჩვენებინათ,როგორც ,,ასვლის სერთიფიკატი“.ჟურნალის თავში მოქცეულ ნახატს წარმოადგენდა ,,Le Barbier de Seville”,რომელიც მხედრულად ზის კოშკზე.
კოშკის მწვერვალზე,საიდანაც იშლებოდა შესანისნავი პენორამა,გუსტავ ეიფელმა გახსნა საკუთარი კაბინეტი,რომელშიც იღებდა მნახველებს.მან იქ მიიღო თომას ედისონი,რომელმაც მას შესთავაზა,რომ კოშკზე დაედგათ საკუთარი ცნობილი ,,M კლასის ფონოგრაფიული სპექტაკლი“.ეს აღდგენილი პიესა დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ეიფელის კოშკი და რადიოგადამცემის ისტორია


გუსტავ ეიფელმა იცოდა,რომ ეიფელის მხოლოდ მეცნიერულად გამოყენება ვერშეძლებდა მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას.ეიფელის კოშკი უნდა დაეშალათ 20 წლის შემდეგ,ასეთი იყო პირობა.ის ნებას რთავდა მასზე განეხორციელებინათ მრავალი სამეცნიერო ექსპერიმენტი.მისი გადარჩენა კი მოხერხდა უკაბელო გადამცემის მასზე დაყენებით.
პირველი უკაბელო ტელეგრაფიული კავშირი
1898 წლის 5 ნოემბერს ეუჟენ დეკრეტეტი ეცადა ეიფელიდან პანთეონამდე 4კმ–ის სიგრძეზე დაეყენებინა უკაბელო ტელეგრაფი.გადამცემი დაამონტაჟეს ეიფელის მწვერვალზე.1889 წელს პირველად გავრცელდა ბგერითი ტალღა ლა–მანშთან.
TSF (უკაბელო რადიოგადამცემი) და ეიფელის კოშკის გადარჩენა
1903 წელს გუსტავ ეიფელი,რომელიც გატაცებული იყო მეცნიერული გამოკვლევებით,მუდამ ცდილობდა გადაერჩინა ეს ქმნილება,რომლოის არსებობაც უნდა დამთავრებულიყო 6 წლის შემდეგ.მან კაპიტან გუსტავ ფილიეს,მოგვიანებით კი უკაბელო რადიოგადამცემის შემქმნელს შესთავაზა იგი გამოეყენებინა თავისი დაკვირვებებისთვის.ეს უკანასკნელოი აფინანსებს ამ ოპერაციას ,რომელიც ნებას რთავს გამოასხიოს და ინფორმაცია გადასცეს 400 კმ–ზე.ამ გენიალურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა კაპიტანი ფელიე,რომელმაც ანტენები დაადგმევინა ეიფელზე,ეს უკანასკნელი კი დაამონტაჟეს ეიფელის სამხრეთით,ერთ–ერთ ტყეში.
 1909 წელს გაიყვანეს მიწისქვეშა სამხედრო სადგური.ეიფელის კოშკის სტრატეგიული ინტერესი კვლავ განახლდა და პარიზმა კვლავ მოისცა თანხმობა მის შემქ,მნელს,რათა გაგრძელებულიყო ამ კოშკის არსებობა.
უკაბელო რადიოკვანძის გამოცდა
1913 წელს ეიფელის კოშკი ელექტრონული ტალღით უკავშირდება ამერიკას.
TSF(უკაბელო რადიოგადამცემი) და პირველი მსოფლიო ომი
1914 წელს მარნის ბრძოლის დროს ეიფელის რადიოგრაფიული სადგური იგება,რომ გენერალ ვონ მარვიტზს,რომელიც მბრძანებლობს გერმანიის ჟარის მარჯვენა ფლანგს,შეექმნა პრობლემა და ამ მიზეზით მან შეაჩერა წინსვლა.ეს ინფორმაცია ნებას რთავს ფრანგებს განახორციელონ საწინააღმდეგო შეტევა,რომელიც წარმატების საწინდარი ხდება.
რადიოს პირველი გადაცემა
1921 წელს გამოჩნდა პირველი საგამოცდო მუსიკალური დგადაცემები და შემდგომში ,,სალაპარაკო ჟურნალი“.ეიფელის კოშკის რადიო მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა პარიზელებში.
საგამოცდო გადაცემები დაიგეგმა და იქ მიიწვიეს ისეთი ცნობილი მსახიობები,როგორებიც იყვნენ საშა გიტრი და ივონ პრენტამი.
ტელევიზიის დასაწყისი
1935 წელს გრენელის ქუჩაზე შეიქმნა სატელევიზიო სტუდია და ეიფელის კოშკის გადამცემმა დაიწყო ფუნქციონირება.თავდაპირველად დაიდგა 60 ხაზი,რომელიც მომდევნო პერიოდში 180–მდე გაიზარდა.
1953 წლის 2 ივნისს ეიფელის კოშკის გადამცემის წყალობით,ამ ტელევიზიამ საფრანგეთში გადასცა ინგლისის დედოფლის დაგვირგვინების ცერემონიალი.
ეიფელი იზრდება ტელევიზიის პროგრესის წყალობით
1957 წელს დამონტაჟდა გამავრცელებელი კვანძები,რომლებიც ნებას რთავდა გადამცემები ტელევიზიის სამ არხზე ერთად გასულიყო.ახალი ანტენები კი დააყენეს 320,75 მეტრის სიმაღლეზე.
2000 წელს ახალმა UHF (ულტრა მაღალი სიხშირე) ანტენამ განიცადა ცვლილება და მისმა სიმაღლემ 324 მეტრი შეადგინა.
2010 წელს TDF–ის  ჯგუფის ახალმა სამუშაოებმა მოამზადა ახალი სატელევიზიო ნუმერატიკა ილ–დე–ფრანსზე.

ეიფელის კოშკის ლაბორატორია

        ეიფელის კოშკი მშენებლობიდან 20 წლის შემდეგ უნდა დანგრეულიყო.რათა ის გადარჩენილიყო,გუსტავ ეიფელს გაუჩნდა იდეა მისთვის მიენიჭებინა სამეცნიერო ხარისხი.
ეიფელის კოშკის მეცნიერული გამოყენება
       1886 წელს,როცა გუსტავ ეიფელი საკუთარ გეგმას წერდა იცოდა ,რომ ობსერვატიული,ასტრონომიული,ფიზიკური,სადამკვირებლო სტრატეგია, ელექტრონული განათება და ქარების შესწავლის ტექნიკა სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა მის არსებობას.გუსტავ ეიფელი ამბობდა:,,ეს ყველასთვის იქნება ისეთი ლაბორატორია,რომლის ანალოგიც სამეცნიერო ხარისხით არსად იქნება.სწორედ ამ მიზეზებით იყო,რომ პირველივე დღიდან ყველა მეცნიერი სიმპატიით განეწყო ჩემს მიმართ“.1889 წელს ეიფელის კოშკი გამოიყენეს როგორც საზომი და სამეცნიერო ლაბორატორია.იქ დააყენეს მრავალი აპარატი:ბანომეტრები,ანემომეტრები,პარატონერები0.გუსტავ ეიფელმა კოშკის მე–3 სართულზე საკუთარი კაბინეტიც კი განათავსა,რათა იქიდან ეწარმოებინა ასტრონომიული და ფიზიოლოგიური გაკვირვებები.
      კოშკის გახსნის მეორევე დღესვე გუსთავ ეიფელმა მე–3 სართულზე განათავსა მეტეოროლოგიური ლაბორატორია.ის ასევე გატაცებული იყო აეროდინამიკით და მის ობსერვატორიასაც კი აფუძნებს ეიფელის კოშკზე.სხვათა შორის გუსღაავ ეიფელმა კოშკზე მრავალი მეცნიერული კვლევაც კი შაატარა:ფოკოლტის საათი,ვერცხლისწყლის მანომეტრის მეცნიერული შესწავლა და რადიოკვანძი(1889).ეს იყო საბოლოოო ჯამში ეიფელის როლი,რომელსაც მოგვიანებით დაემატა გიგანტური ანტენა,რომელმაც განაპირობა მისი გადარჩენა დემონტაჟისგან.

დებატები და პოლემიკა ეიფელის კოშკის კონსტრუქციის შესახებ

       ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე კოშკი განხილვის საგანი გახდა.დიდი მეცნიერებისა და ხელოვნების მიერ გაკრიტიკებული ეიფელის კოშკი იძულებული იყო უზარმაზარი წარმატებისთვის მიეღწია.
      1887 წლის 14 თებერვალი:სამუშაოები ეს–ესაა დაიწყო,ხელოვანების პროტესტიც კი გამოჩნდა.მათ მრავალი სტატიაც კი გამოაქვეყნეს სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.
       ჟურნალ დროში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით ,,პროტესტი გუსტავ ეიფელის მიმართ’’ მიემართებოდა კონსტრუქციის სამუშაოების დირექტორს მ.ალპანდს.ტატიის ბოლოს კი ეწერა იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების  გვარები,რომლებიც აპროტესტებდნენ მშენებლობას:შარლ გუნო,გი–დე–მოპასანი,ალექსანდრ ძუმა უმცროსი,ფრანსუა კოპე,ლეკონტ ლისტი,ვილიამ ბურგო,ერნესტ მეისონიე,ვიქტორიენ სანდუ,შარლ გარნიე და სხვები.
        სხვა ცნობილმა ადამიანებმა სტატია გაამდიდრეს შეურაცმყოფელი სიტყვებით:,,ეს არის ჭეშმარიტად ტრაგიკული ეიფელი“(ლეონ ბლოი), ,,ეს არის რკინის სკილეტი“(პოლ ვერლენი), ,,ეს არის რკინის მაგარი,დაუნთავრებელი,არეული და უშნო ანძა“(ფრანსუა კოპე), ,,ეს არის მაღალი და გამხდარი პირამიდა რკინის მისადგმელი კიბით,ტლანქი,მოუხეშავი და უდიდესი სკილეტით,რომლოის ძირი გეჩვენება გაკეთებულია იმისთვის,ტათა ატაროს სისლოპის მშვენიერი მონუმენტი და რომელიც შეურაცხყოფს მის სასცილო ქარხნის პროფილს“(გი–დე–მოპასანი), ,,ქარხნის მილი,რომელიც გგონია სავსეა ქვებითა და მილებით“(ჟოღის–კარლ ჰუსმანი).მიუხდავად ამ შეურაცხყოფისა ეიფელის კოშკის გახსნას დაესწრო 2 მილიონი მოქალაქე.

Thursday, April 7, 2011

ეიფელის მშენებლობის ხანგრძლივობა და კონსტრუქციის კალენდარი


  • სამუშაოები გრძელდებოდა 2 წელი,2 თვე და 5 დღე
  • პირველი სართულის მშენებლობა დასრულდა 1888 წლის 1 აპრილს 
  • მეორე სართულის მშენებლობა დასრულდა 1888 წლის 14 აგვისტოს
  • მშენებლობა დასრულდა 1889 წლის 31 მარტს 
  • 18 038 ცალი მეტალი
  • 5 300 ნახატი
  • 50 ინჟინერი და მხატვარი
  • 150 ხელოსანი,რომლებიც მუშაობდნენ ლევალუა პერეს ქარხანაში
  • 2 500 000 რელსი
  • 7 300 ტონა რკინა
  • 60 ტონა საღებავი 
  • 5 ლიფტი

გამოგონება

                           

კოეშელის გეგმა
         ეიფელის კოშკის ორ მთავარ ინჟინერს,ემილ ნუგიესა და მორის კოეშელს,1884 წელს გაუჩნდათ ყველაზე მაღალი კოშკის აშენების იდეა.იგი უნდა მდგარიყო ოთხ ფეხზე,გაგრძელებულიყო 75 სართულამდე,რომელთა შორის რეგულარული ინტერვალებით განალაგებდნენ მეტალის კოჭებს.მისი სიმაღლე უნდა ყოფილიყო 300 მეტრი,ანუ 1000 ფუნტი.
         პროექტი რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო მოსახლებისთვის ნუგიემ და კოეშელმა მიმართეს არქიტექტორ სრეფან სოვესტს.ამ უკანასკნელმა დააპროექტა კოშკი.
სოვესტმა შემოსა ეიფელის საყრდენი ფეხები ქვის ბაზებით,დააკავშირა ოთხი სვეტი და პირველი სართულის მონუმენტური თაღები.სართულებზე განათავსა უზარმაზარი შემინული ოთახები და დაამშვენა სხვადასხვა ორნამენტებით.პროექტი საბოლოოდ გამარტივდა,მაგრამ ისეთი ელემენტები,როგორებიცაა დიდი თაღები შენარჩუნდა,რომლებიც მას თავის დამახასიათებელ გარეგნობას ანიჭებს.


ეიფელის კოშკის დაბადება და კონსტრუქცია

               1889 წლის მსოფლიო გამოფენის წინ,თარიღი,რომელიც აღნიშნავდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის 100 წლისთავს,ჟურნალმა,,ოფიციალმა'' გამოაცხადა კონკურსი.107 პროექტს შორის გაიმარჯვა გუსტავ ეიფელის პროექტმა.ასევე მისი შემქმნელები იყვნენ ინჟინრები მორის კოეშელი და ემილ ნუგიე.ხოლო არქიტექტორი გახლდათ სტეფან სოვესტი.